საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წევრები

ინფორმაცია

აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“

საგამომცემლო სახლი

საგამომცემლო პრიორიტეტი: აუდიო წიგნების გამოშვება

საკონტაქტო პირი: მუხრანი გუნია

მისამართი: ჭანტურიას N12 თბილისი, საქართველო

ტელ: (+995) 558 77 77 60

ელ. ფოსტა: abkusin@hotmail.com

ვებ-გვერდი: www.abh.ge


აღწერა:

აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთაკავშირი “ჰერა” დაფუძნდა 2000 წლის 17 ივლისს. კავშირის მიზანია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) სოციალურ–ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, უფლებების დაცვა, საზოგადოებასთან ინტეგრირებისა და დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული მომზადება–გადამზადება და სოციალური საწარმოების შექმნა, უსინათლოთა და ყრუ ბენეფიციართა თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და ლიტერატურაზე და მათი ადვოკატირება.

კავშირი “ჰერა” თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა დახმარებით განხორციელდა მთელი რიგი მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. კავშირი “ჰერა” 2004 წლის 15 ნოემბრიდან არის მსოფლიო უსინათლოთა და ყრუთა ფედერაციის წევრი.

საქართველოს მასშტაბით კავშირში გაწევრიანებულია 800–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ქ. თბილისში აღრიცხვაზეა 295 პირი, მათგან 79 ბავშვი, ჩვენს კავშირში გაწევრიანებული ბენეფიციართა ოჯახის შვილებია.

კავშირი ბაზაზე 2002 წლიდან ფუნქციონირებს სასწავლო–საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათი ოჯახის წევრმა ბავშვებმა გაიარეს ტრენინგები კონფლიქტოლოგიაში, მცირე ბიზნესის საკითხებში, იურიდიული, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, გობელენისა და ფარდაგის ქსოვა, ჭადრაკისა და მასაჟის კურსები. ამ ცენტრში ისინი სარგებლობენ კომპიუტერით, ინტერნეტით, ეცნობიან ინფორმაციას აუდიო წიგნების სახით და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილლიტერატურას.

2011 წლის ნოემბერში აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ–მუნჯთა კავშირ „ჰერა“–ს მიერ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) სახსრებით, ჩამოყალიბებულ იქნა სოციალური საწარმო „ხმის ჩამწერი სტუდი ჰერა“, რომლის სოციალურ მიზანს წარმოადგენს დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და უსინათლო, მცირემხედველი, ყრუ და სმენადაქვეითებული ბენეფიციარების თანაბარი ხელმისაწვდომაბა ლიტერატურასა და ინფორმაციაზე, ხოლო ეკონომიკურ მისიას წარმოადგენს რეალიზებული პროდუქციის მოგების ნაწილის რეინვესტირება ამ საწარმოში. სოციალურ საწარმოში დღეისათვის გამოშვებული აქვს 213 –მდე სხვადასხვა ჟანრის აუდიო წიგნები და ვიდეო კომიქსები (მულტი წიგნები) ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე, რომლებსაც ახმოვანებენ ცნობილი და პოპულარული მსახიობები. აუდიო წიგნების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ ქ. თბილისის # 202 საჯარო სკოლას (უსინათლოთა სკოლა–პანსეონი), ხოლო მოხალისეების დახმარებით მოხერხდა ჩატანა დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (იხ. საიტები: www.hera.ucoz.com www.facebook.com/studia.hera).

პარტნიორები