გახდი წევრი
4. ასოციაციის წევრობა
4.1 ასოციაციის წევრი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საგამომცემლო საქმიანობა ან/და წიგნის გავრცელება/წიგნით ვაჭრობა, რომელიც ეთანხმება წესდებას და იზიარებს ასოციაციის მიზნებს.
4.2 ასოციაციის წევრად ითლება პირი, რომელიც ასოციაციის გამგეობის მიერ შემუშავებული წერილობითი ფორმით, გამოთქვამს ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი, რაც თავის მხრივ დაკმაყოფილდება გამგეობის გადაწყვეტილებით;
4.3 გამგეობის გადაწყვეტილება, პირის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ, მიიღება გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით;
4.4 გამგეობის გადაწყვეტილებით დასაშვებია პირის ასოციაციის საპატიო წევრად მიღება, აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება 4.1 მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
4.5 „საპატიო წევრი“-ს სტატუსი არ წარმოშობს წესდებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;
4.6 ასოციაციის წევრთა სია შესაძლოა გამოქვეყნდეს ასოციაციის ვებ-გვერდზე.
გაწევრიანების მსურველებმა შეავსეთ ბმული:https://shorturl.at/33Eu1













