საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

2007 წლიდან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მონაწილეობას იღებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას.

საქართევლოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის უმთავრესი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზება, უცხოელ გამომცემლებს შორის მათი ცნობადობის მაქსიმალურად ამაღლება და მთავარ ევროპულ ენებზე მათი თარგმნა და გამოცემაა. 

ქართველი გამომცემლების დელეგაცია თავისი კულტურული პროგრამით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უკვე წლებია მონაწილეობს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული სტენდი, უზუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრობაზე.

ფრანკფურტში, გამორჩეული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის ვიზიტი, რადგან 2013 წელს გადაწყდა, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგებოდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს არა მხოლოდ წიგნის, არამედ მთელი კულტურული მემკვიდრეობის და ხელოვნების სხვადასხვა დარგების ევროპისა და მსოფლიოსთვის გაცნობისთვის. შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს კულტურული ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში გერმანიისა და ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. მთელი ევროპის მასშტაბით აღნიშნული თემაზე მომზადდა ათასობით სტატია ბეჭდურ მედიაში და ამდენივე სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟი. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა ღონისძიებები, პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ ავტორებთან. 

2019 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განახლებული სლოგანით გაემგზავრა - Follow the Journey of Georgian Characters. 16-20 ოქტომბერს ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოწყობილ საქართველოს ეროვნულ სტენდზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს მწერელათა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები