საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

2007 წლიდან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მონაწილეობას იღებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი დაავტორი იღებს მოანწილეობას.

საქართევლოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის უმთავრესი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზება, უცხოელ გამომცემლებს შორის მათი ცნობადობის მაქსიმალურად ამაღლება და მთავარ ევროპულ ენებზე მათი თარგმნა და გამოცემაა. 

ქართველი გამომცემლების დელეგაცია თავისი კულტურული პროგრამით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უკვე წლებია მონაწილეობს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული სტენდი, უზუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრობაზე.

ფრანკფურტში, გამორჩეული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის ვიზიტი, რადგან 2013 წელს გადაწყდა, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს არა მხოლოდ წიგნის, არამედ მთელი კულტურული მემკვიდრეობის და ხელოვნების სხვადასხვა დარგების ევროპისა და მსოფლიოსთვის გაცნობისთვის. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს კულტურული ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში გერმანიისა და ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცევა. მთელი ევროპის მასშტაბით აღნიშნული თემაზე მომზადებბა ათასობით სტატია ბეჭდურ მედიაში და ამდენივე სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟი. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში დაიგეგმება ღონისძიებები, პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ ავტორებთან. 

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდით წარსდგა. ეროვნული სტენდის კონცეფცია და ბაზრობაზე წარსადგენი პროგრამა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, განახლებულ სტენდზე წარმოდგენილი იყო   ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი. ქართველი ავტორებისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, ჩატარდა ქართული დელეგაციის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები