საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის რეგისტრაცია დაიწყო

დაიწყო რეგისტრაცია  თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც  გაიმართება 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში. 

მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ხოლო, მე-6 პავილიონი გასული წლის მსგავსად უმასპინძლებს პატარა მკითხველს და წარმოდგენილი იქნებიან საბავშვო გამომცემლობები და ორგანიზაციები. 

ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობენ ქართველი და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. 

რეგისტრაცია გაგრძელდება 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით. 


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ფინანსურ მენეჯერს თამუნა სორდიას: finance@gpba.ge

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები