საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველო შარჯას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე

შარჯას წიგნის ბაზრობის პროფესიული პროგრამა შარჯას საემიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ოფიციალურად გაიხსნა. პროგრამის მონაწილეებს შორის არიან ქართველი გამომცემლებიც.

გამომცემლობა "უსტარის", გამომცემლობა "პალიტრა ელის", გამომცემლობა "შემეცნებას", "ოჩობუქსის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და გამომცემლობა "ინტელექტის" წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ თავიანთ უცხოელ კოლეგებთან მთელი მსოფლიოდან.

შარჯას წიგნის ბაზრობის პროფესიულ პროგრამაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავაც მონაწილეობს.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები