წლის ბესტსელერები
ბესტსელერი 2019
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ტრადიციულად გამოავლინა და დააჯილდოვა ბესტსელერები 4 ნომინაციაში.
1. ქართულად თარგმნილი წიგნი: ნინო ხარატიშვილი - „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, მთარგმნელი ნინო ბურდული, გამომცემლობა ინტელექტი
2. ქართველი ავტორი : ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, გამომცემლობა პალიტრა L
3. საბავშვო წიგნი: ასტრიდ ლინდგრენი- „პეპი გრძელი წინდა“, მთარგმნელი ბაკურ სულაკაური, სულაკაურის გამომცემლობა
4. დოკუმენტური პროზა: ნათია ფანჯიკიძე - „შიშო გამოდი გარეთ“, გამომცემლობა არტანუჯი
საქართველოში კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნათია ფურცელაძეს და ჟურნალისტ ეკა ტალახაძეს.
წელს პირველად ასოციაციამ დააწესა ჯილდო საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ეს ჯილდო ჯაბა ზარქუამ და შოთა დიღმელაშვლმა მიიღეს.