სიახლეები
წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 დასრულდა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ორგანიზებით ჩატარდა რიგით მე-6 წიგნის საახალწლო ფესტივალი. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და ხალხის განსაკუთრებული ჩართულობით. 2019 წლის ფესტივალის ფოკუსი იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ლიტერატურული ღონისძიებების დიდი ნაწილიც სწორედ ამ თემას დაეთმო.
გასულ წელთან შედარებით აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი ზრდა ფესტივალის გაშუქებასა და ცნობადობის ამაღლებაში.
- 50 ჩატარებული ღონისძიება
- 27 მონაწილე გამომცემლობა
- დაჯილდოვდა 4 ბესტსელერი გამოცემა
- გაიცა 4 სპეციალური ჯილდო
თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ტრადიციულად გამოვლინდნენ 2019 წლის ბესტსელერი გამოცემები 4 ნომინაციაში:
1. ქართულად თარგმნილი წიგნი: ნინო ხარატიშვილი - „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, მთარგმნელი ნინო ბურდული, გამომცემლობა ინტელექტი
2. ქართველი ავტორი : ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, გამომცემლობა პალიტრა L
3. საბავშვო წიგნი: ასტრიდ ლინდგრენი- „პეპი გრძელი წინდა“, მთარგმნელი ბაკურ სულაკაური, სულაკაურის გამომცემლობა
4. დოკუმენტური პროზა: ნათია ფანჯიკიძე - „შიშო გამოდი გარეთ“, გამომცემლობა არტანუჯი
საქართველოში კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნათია ფურცელაძეს და ჟურნალისტ ეკა ტალახაძეს.
ფესტივალის ფოკუს თემის ფარგლებში, წელს პირველად ასოციაციამ დააწესა ჯილდო საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ეს ჯილდო ჯაბა ზარქუამ და შოთა დიღმელაშვლმა მიიღეს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით ფესტივალის ერთგულ სტუმრებსა და მონაწილეებს, ასევე, ღონისძიების პარტნიორებს თბილისის მერიას, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასა და ფესტივალის მეგობარ თიბისის.