საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 05/02/2020

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანდნენ, ერთად აღნიშნონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

გამომცემელთა ასოციაცია წელს კვლავაც ისახავს მიზნად, საქართველო შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. ამ დღის საერთაშორიო ორგანიზატორია ორგანიზაცია „Litworld”.

5 თებერვალს, საქართველოში მთელი დღის მანძილზე გაიმართება უამრავი ლიტერატურული ღონისძიება და აქტივობა. ამასთან, ასოციაციის ორგანიზებით, თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებსა და უნივერსტეტებს, სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ.

ღონისძიების ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია „წლის წიგნის ქომაგის“ გამოვლენა და დაჯილდოვება, რომელიც საზოგადოებისთვის ღონისძიების დასკვნით საღამოზე გახდება ცნობილი.

ღონისძიების მეგობარია თიბისი.

როგორ შევუერთდეთ ღონისძიებას?

თუ გაქვთ სურვილი თქვენი ორგანიზაცია/დაწესებულება ჩაერთოს ღონისძიებაში, გთხოვთ, მოგვწეროთ იმეილზე: info@gpba.ge

ღონისძიების ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გახდეს ღონისძიების მონაწილე. გადაიღეთ ფოტო/ვიდეო ან მოიფიქრეთ ორიგინალური იდეა წიგნის ხმამაღლა კითხვასთან დაკავშირებით და ჩვენ თქვენს აქტივობებს სოციალურ ქსელებში გავავრცელებთ.

იმისათვის, რომ თქვენი აქტივობები გაზიარდეს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, გთხოვთ, პოსტში მონიშნოთ შემდეგი გვერდები:

 

#იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები