საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

30 და 31 მაისს პირველად გაიმართება თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი.

მაისის ბოლოს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრადიციულად ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ამ ღონისძიებას ყოველწლიურად ათიათასობით მკითხველი მოუთმენლად ელის. თუმცა, წელს მსოფლიო პანდემიამ ასოციაციას ფესტივალთან დაკავშირებული გეგმები შეაცვლევინა. ამიტომ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაული ტრადიციულ დროს ჩატარდება, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

ფესტივალის მისამართია https://www.facebook.com/tbilisibookfair/

დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უშუალოდ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი კი, საშემოდგომოდ გადაიდო და 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება. 

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები