საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი 2020

2020 წლის ივლისში რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით მეშვიდედ ტარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვაუჩერიზაციის პროექტი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 64 ბიბლიოთეკას გადაეცა 450 ლარიანი ვაუჩერები. ბიბლიოთეკები თავად გააკეთებენ წიგნების არჩევანს და შეიძენენ მათთვის სასურველ ლიტერატურას, რომელსაც სხვადასხვა გამომცემლობა სპეციალურ ფასად სთავაზობს. 2020 წლის ივლისის ბოლომდე ყველა ბიბლიოთეკა მის მიერ შერჩეულ წიგნებს ადგილზე, რეგიონებში მიიღებს.

პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს რეგიონებში შესთავაზონ მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა. ამასთანავე პროექტი ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას, საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და განათლების გავრცელებას.

ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

 

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები