საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

რუსუდან მოსიძე - ასოციაციის ახალი თავმჯდომარე

რუსუდან მოსიძე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარეა


2020 წლის 15 ივლისს გაიმართა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის შვიდი გამომცემლისგან შემდგარი ბორდის სხდომა, სადაც ერთი წლის ვადით ასოციაციის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. გამგეობის წევრებმა რუსუდან მოსიძეს ერთხმად დაუჭირეს მხარი. ბორდის გადაწყვეტილებით, ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა გახდა.


რუსუდან მოსიძე - გამომცემლობა „ბაკმი“-ს თანადამფუძნებელი და გამომცემლობის მთავარი რედაქტორია, ფილოლოგი. 2005 წლიდან რუსუდან მოსიძე პერიოდულად გახლდათ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის წევრი, 2019-2020 წლებში - ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.


გამომცემლობა „ბაკმი“ გამომცემლობა ბაკმი bakmipublishing დაარსდა 2000 წელს. გამომცემლობის პრიორიტეტს განსაზღვრავს ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის წარმოჩენა - რარიტეტული გამოცემებიდან თანამედროვე მწერლობის ჩათვლით. 2001 წლიდან გამომცემლობა „ბაკმი“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრია. 2006 წლიდან „ბაკმი“ სისტემატიურად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის, ლაიფციგის, ბოლონიის წიგნის ფესტივალებზე. მისი წიგნები ითარგმნა და გამოიცა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გამომცემლობამ განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ლიტერატურული სერიები და გამოცემები „განძი რჩეული“, „ქართული ლიტერატურული ზღაპრები“, „მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის“, „სიმბოლოების ილუსტრირებული ენციკლოპედია“, „კლასიკა და თანამედროვეობა“, „სასკოლო ბიბლიოთეკა“ და სხვა. გამომცემლობას 2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები