სიახლეები
ერთობლივი პროექტი კომპანია „ქარავანთან“
25 და 26 ივლისს ორბელიანის მოედანზე განახლდა „ქარავანის ბაზრობა“. ამ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია კომპანია „ქარავანის“ პარტნიორი გახდა. „ქარავანის ბაზრობაზე“ ასოციაციის წევრი გამომცემლობების წიგნების შეძენა სპეციალური ფასდაკლებით იყო შესაძლებელი.
პირველი განახლებული „ქარავანის ბაზრობის“ მონაწილეები გახდნენ „აგორა“, „არტანუჯი“, „ბუქმანია“, „ინტელექტი“, „ირიათონი“, „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, „პეგასი“, „საქართველოს მაცნე“ და "საქწიგნი".
ორგანიზატორების განცხადებით, სექტემბრიდან „ქარავანის ბაზრობა“ ყოველ შაბათ-კვირას ორბელიანის მოედანზე მოეწყობა.