საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ბლოგერების კონკურსი

  • თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს!
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2019-2020 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.
  • საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდება 2020 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
  • საკონკურსო ტექსტს აუცილებლად უნდა ახლდეს შემდეგი წარწერა: დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის. ასევე უნდა გამოიყენოთ შემდეგი მონიშვნები:

GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

  • ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 14.09.2020
  • საუკეთესო ხუთი ბლოგი შევა თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ელექტრონულ კატალოგში. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური.
  • საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ საუკეთესო სამი ბლოგის ავტორებისათვის დააწესა საგანგებო პრიზები – ვაუჩერები, რომლითაც გამარჯვებულები ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ წიგნების შეძენას.

I ადგილი – 150 ლარი

II ადგილი – 100 ლარი

III ადგილი – 50 ლარი

  • მონაწილეობისათვის ბლოგის ბმული, რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქ ნოუთის სახით, უნდა გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: info@gpba.ge
  • გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები