სიახლეები
კონკურსი ქართული წიგნის ბაზრის კვლევასა და მკითხველთა ჩვევების გამოკითხვაზე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის
ერთობლივი პროექტი:
კონკურსი ქართული წიგნის ბაზრის კვლევასა და მკითხველთა ჩვევების გამოკითხვაზე
2020 წელი
ქ. თბილისი
მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტორნული ფოსტის მისამართზე: projects@gpba.ge არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მწერალთა სახლის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქართული წიგნის ბაზრის კვლევასა და მკითხველთა ჩვევების გამოკითხვაზე ქართული საგამომცემლო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით. კვლევის ტექნიკური დავალება მოცემულია დოკუმენტაციის დანართის N1 სახით.
კონკურსის ღირებულებაა - 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
მოთხოვნები
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
-
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კვლევების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ რვა წლიანი გამოცდილება. მათ შორის არანაკლებ ორი კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით განხორციელებული.
-
უპირატესობად ჩაითვლება საგამომცემლო ან მომიჯნავე სექტორში რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ჩატარების გამოცდილება.
-
პრეტენდენტს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი საქართველოში არსებულ წიგნის სექტორის (გამომცემლობა ან წიგნის დისტრიბუტორი) წარმოამადგენლებთან.
-
კონკურსის სავარაუდო ღირებულების და მიღებული მომსახურების ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს დეტალური ხარჯთაღრიცხვით (შესაბამისი დასაბუთებით), რომელიც ადასტურებს მითითებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას;
ანგარიშსწორების პირობები და ვადები:
-
ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში;
-
ანგარიშსწორების ფორმაა - ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით;
-
მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ტექნიკური დავალების შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანგარიშისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
-
მომსახურების გაწევა ხორციელდება 2020 წლის 20 დეკემბრამდე.
-
პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს კვლევის დიზაინი, მეთოდოლოგია, დეტალური გეგმა-გრაფიკი და პოტენციურ რესპოდენტთა სავარაუდო ნუსხა;
-
პრეტენდენტმა საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე, ჩატარებული კვლევის შედეგები, პრეზენტაციის სახით, უნდა გააცნოს შემკვეთის წარმომადგენლებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
-
პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ელ.ფოსტა, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონი/ფაქსი, ხელმძღვანელისა და/ან ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი დანართი #2-ის შესაბამისად;
-
პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ტექნიკური დავალების შესაბამისად შედგენილი კვლევის დაახლოებითი სტრუქტურა და მეთოდოლოგია, ასევე მომსახურების სრული და დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
-
მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკი კვირების მიხედვით;
-
ინფორმაცია პრეტენდენტის კვლევების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ რვა წლიანი გამოცდილების შესახებ, მათ შორის არანაკლებ ორი კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით განხორციელებული (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს კვლევის დამკვეთი, კვლევის საგანი, კვლევის განხორციელების წელი და დამკვეთის საკონტაქტო მონაცემები);
-
ინფორმაცია საქართველოში არსებული წიგნის სექტორის (გამომცემლობა ან წიგნის დისტრიბუტორი) წარმომადგენლებთან ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ.
-
არანაკლებ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, პრეტენდენტის მიერ 2011-2019 წლებში ჩატარებული კვლევების შესახებ.
დანართი №1
კვლევის ტექნიკური დავალება
ქართული წიგნის ბაზრის კვლევა /2016-2019, არასრული 2020/
კვლევის მიზანი
საგამომცემლო სექტორის კვლევა - აღნიშნულმა კვლევამ შესაძლებლობა უნდა მოგვცეს მივიღოთ 2016-2019 წლის სრული სტატისტიკური ინფორმაცია წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასებისა და არსებული პრობლემების დადგენის, წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარებისა და მკითხველთა ბაზის გაფართოების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობისათვის. კვლევა დამატებით უნდა მოიცავდეს 2020 წლის მონაცემებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის წიგნის სექტორზე პანდემიის გავლენის შედეგების შესწავლას.
კვლევამ უნდა გამოავლინოს სექტორის სუსტი მხარეები და, მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახადოს აღნიშნული სუსტი მხარეების აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის სეგმენტი
გამომცემლები/კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, დისტრიბუტორები/წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, მკითხველი.
რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა
-
კვლევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით.
-
კვლევაში მკითხველის კომპონენტის გამოკითხვა უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით (არანაკლებ 1000 რესპოდენტისა)
კვლევის მოთხოვნები
-
ბაზრის განაწილება 2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
დიდი გამომცემლობები
-
საშუალო ზომის გამომცემლობები
-
პატარა გამომცემლობები
-
პერიოდული გამომცემლობები
-
რეგიონალური გამომცემლობები
-
წიგნის ბაზარი 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
შემოსავალი წიგნების გაყიდვიდან საგამომცემლო ფასით
-
პროცენტული ზრდა/კლება
-
წიგნის გამოცემა 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
გამოცემული დასახელებები
-
პირველი გამოცემები
-
ტირაჟი
-
გაყიდული ეგზემპლარი
-
საშუალო ტირაჟი
-
ხელახალი გამოცემა
-
ქართული და თარგმნილი ლიტერატურა (ყველა კატეგორია, ჯამური მაჩვენებელი) 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
გამოცემული დასახელებები
-
ქართული ლიტერატურის მაჩვენებელი
-
თარგმნილი ლიტერატურის მაჩვენებელი
-
შემოსავალი კატეგორიების მიხედვით (%) 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
„მეინსტრიმული“ (ყველაზე კითხვადი) ლიტერატურა
-
არამხატვრული ლიტერატურა - დოკუმენტური პროზა
-
საბავშვო წიგნები
-
სასკოლო წიგნების კრებულები
-
სასკოლო წიგნები
-
აკადემიური და პროფესიული ლიტერატურა
-
სურათებიანი წიგნები
-
ალბომები, წიგნები ხელოვნებაზე
-
რელიგიური თემატიკის წიგნები
-
სხვა (სამუსიკო ნოტების და რუკების ჩათვლით)
-
5 ყველაზე დიდი გამომცემლობა 2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
გამომცემლობა
-
შემოსავალი გაყიდული წიგნებიდან 2018 წელს
-
შემოსავალი გაყიდული წიგნებიდან 2019 წელს
-
შემოსავალი გაყიდული წიგნებიდან 2020 წელს
-
ლიტერატურული პრემიები და ჯილდოები
-
-
10 ყველაზე დიდი გამომცემლობა 2019 წელს შემდეგი მიმართულებებით:
-
მხატვრული ლიტერატურა
-
არამხატვრული, დოკუმენტური ლიტერატურა
-
თარგმნილი ლიტერატურა
-
საბავშვო ლიტერატურა
-
აკადემიური და პროფესიული ლიტერატურა
-
წიგნები ხელოვნებაზე / ალბომები
-
წიგნის საშუალო ფასი 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
GEL
-
EURO
-
წიგნის საშუალო ფასი 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით
-
მხატვრული ლიტერატურა
-
არამხატვრული, დოკუმენტური ლიტერატურა
-
თარგმნილი ლიტერატურა
-
საბავშვო ლიტერატურა
-
აკადემიური და პროფესიული ლიტერატურა
-
წიგნები ხელოვნებაზე / ალბომები
-
დისტრიბუცია 2016-2019 + არასრული 2020 პანდემიის გათვალისწინებით / სადისტრიბუციო ბაზრის წილი
-
წიგნის მაღაზიები
-
ელექტრონული კომერცია (გაყიდვები ინტერნეტით)
-
არა წიგნის გაყიდვაზე სპეციალიზებული მაღაზიები და სივრცეები (მარკეტები, აფთიაქები და სხვა)
-
წიგნის კლუბები, სალონები
-
კარდაკარის პრინციპი, სატელეფონო გაყიდვები
-
B2B
-
წიგნის ბაზრობები და ფესტივალები
-
ელექტრონული წიგნები
-
სადისტრიბუციო არხები: გამომცემლები რა ფორმით ავრცელებენ თავიანთ წიგნებს მაღაზიებში:
-
დისტრიბუტორების გავლით
-
პირდაპირ თანამშრომლობენ მაღაზიებთან
-
თავად აქვთ სადისტრიბუციო ქსელი
-
სხვა
-
ელექტრონული კომერციის თემა:
-
პანდემიის გათვალისწინებით როგორ გაიზარდა/შემცირდა მისი წილი
-
ამ შემთხვევაში როგორ ახდენენ მიწოდებას
-
ქართული და თარგმნილი ლიტერატურა 2016-2019
-
ქართული ლიტერატურა უცხო ენებზე: 2016-2019 წლებში გამოცემული თარგმანები (ენა / ჟანრი / ტირაჟი)
-
უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე: 2016-2019 წლებში გამოცემული თარგმანები (ენა / ჟანრი / ტირაჟი)
-
ბესტ სელერები 2019-2020: მხატვრული ლიტერატურა / არამხატვრული ლიტერატურა
-
მარკეტინგი (გამომცემლები) 2019
ინფორმაცია გამომცემლობების მხრიდან მარკეტინგის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.
-
წიგნის ბაზრობები 2016-2019
ადგილობრივი და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე ქართული გამომცემლობების მონაწილეობის შესახებ.
-
ლიტერატურული პრემიები 2016-2019
ინფორმაცია საქართველოში არსებული ლიტერატურული პრემიების და ჯილდოების შესახებ
-
მკითხველთა ჩვევები - წიგნიერების დონე 2018-2019
-
მკითხველის და მყიდველის %-ული შეფარდება:
-
მკითხველი
-
მყიდველი
-
უკანასკნელი 12 თვის მანძილზე წაკითხული წიგნების რაოდენობა:
-
არც ერთი
-
1-დან 6 წიგნამდე
-
7 და მეტი წიგნი
-
წიგნის მიღების წყარო:
-
ყიდვა (ნაბეჭდი წიგნი) ფიზიკურად შეძენა წიგნის მაღაზიაში ან სხვა კომერციულ ადგილას
-
ყიდვა (ნაბეჭდი წიგნი) შეძენა ონლაინ მაღაზიების საშუალებით
-
ელექტრონული წიგნი
-
კერძო / პირადი ბიბლიოთეკა მეგობრებისგან / ოჯახისგან თხოვება
-
სკოლის ბიბლიოთეკა
-
საჯარო ბიბლიოთეკა
-
კერძო ბიბლიოთეკა
-
არალიცენზირებული ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან სხვა
-
სად ყიდულობს მკითხველი წიგნებს:
-
წიგნის მაღაზიები
-
ელექტრონული კომერცია (გაყიდვები ინტერნეტით)
-
უშუალოდ გამომცემლებისგან
-
ელექტრონული წიგნები
-
წიგნის ფესტივალები/ბაზრობები
-
ტელემარკეტინგი
-
ბუკინისტებში
-
პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში
-
არა წიგნის გაყიდვაზე სპეციალიზებული მაღაზიები და სივრცეები (ჰიპერმარკეტები, აფთიაქები და სხვა)
-
რა სიხშირით ყიდულობს ქართველი მკითხველი წიგნს
-
თვეში ერთხელ მაინც
-
ორ-სამ თვეში ერთხელ
-
წელიწადში ერთხელ
-
სხვა
-
ჯამურად დაახლოებით რამდენ ლარს ხარჯავს მკითხველი წელიწადში წიგნებზე:
-
50 ლარზე ნაკლებს
-
50-100 ლარს
-
100-200 ლარს
-
200-500 ლარს
-
500-1000 ლარს
-
1000 ლარზე მეტს
-
რა ჟანრის ლიტერატურას ყიდულობს ქართველი მკითხველი? (ქართული ლიტერატურა / თარგმნილი ლილიტერატურა):
-
მხატვრული ლიტერატურა
-
თანამედროვე
-
თანამედროვე კლასიკა
-
კლასიკა
-
დეტექტივი, ჰორორი, მისტიკა
-
ფანტასტიკა, ფენტეზი
-
დრამატურგია
-
პოეზია
-
დოკუმენტური პროზა - არა მხატვრული
-
პოპულარული სამეცნიერო
-
საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა
-
წიგნები ხელოვნებაზე / ალბომები
-
სურათებიანი/ილუსტრირებული წიგნები
-
პროფესიული და დარგობრივი ლიტერატურა
-
ესეისტიკა და კრიტიკა
-
სასწავლო ლიტერატურა და „სავალდებულო საკითხავი“
-
ენციკლოპედიები, ლექსიკონები, გზამკვლევები რელიგიური ლიტერატურა
-
უცხოენოვანი ლიტერატურის შეძენისას:
-
რომელ სხვა ენებზე ყიდულობენ
-
უცხო ენებზე რა კატეგორიის/ჟანრის წიგნებს ყიდულობენ
-
რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობს ქართველი მკითხველი?
-
მხატვრული ლიტერატურა
-
თანამედროვე
-
თანამედროვე კლასიკა
-
კლასიკა
-
დეტექტივი, ჰორორი, მისტიკა
-
ფანტასტიკა, ფენტეზი
-
დრამატურგია
-
პოეზია
-
დოკუმენტური პროზა - არა მხატვრული
-
პოპულარული სამეცნიერო
-
საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა
-
წიგნები ხელოვნებაზე / ალბომები
-
სურათებიანი/ილუსტრირებული წიგნები
-
პროფესიული და დარგობრივი ლიტერატურა
-
ესეისტიკა და კრიტიკა
-
სასწავლო ლიტერატურა და „სავალდებულო საკითხავი“
-
ენციკლოპედიები, ლექსიკონები, გზამკვლევები, რელიგიური ლიტერატურა
-
რა ფაქტორები ახდენენ მკითხველზე გავლენას წიგნის შერჩევის/შეძენის დროს
-
წიგნის შინაარსი/ანოტაცია
-
ავტორი
-
ვიზუალი/გარეკანი
-
წიგნის ფასი
-
ფასდაკლების აქციები
-
სერიული გამოცემები
-
გამოცემის ხარისხი
-
წიგნის ცნობადობა
-
წიგნის ეკრანიზაცია
-
როგორ არჩევს მკითხველი შესაძენ წიგნებს
-
თავად არჩევს
-
მეგობრის/ოჯახის წევრის რჩევით
-
ინტერნეტში/სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციით ან რეკლამით
-
რადიო ან სატელევიზიო რეკლამით
-
ჟურნალ-გაზეთებში განთავსებული ინფომაციით
-
მაღაზიის კონსულტანტის რჩევით
-
სხვა
-
რისთვის/რა მიზნით ყიდულობს მკითხველი წიგნებს
-
კონკრეტული წიგნისადმი ინტერესის გამო
-
კითხვა ანიჭებს სიამოვნებას
-
ზოგადი განათლების/ცოდნის დონის ამაღლება
-
პირადი ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად
-
სასაჩუქრედ
-
რა სიხშირით კითხულობს ქართველი მკითხველი წიგნს
-
ყოველდღიურად
-
2-3 დღეში ერთხელ
-
დაახლოებით კვირაში ერთხელ
-
დაახლოებით თვეში ერთხელ
-
ორ-სამ თვეში ერთხელ
-
წელიწადში ერთხელ
-
სხვა
-
ჰყავთ თუ არა ოჯახში ბავშვი, თუ ჰყავთ რა ასაკის
-
თუ ჰყავთ ბავშვი, უკითხავენ თუ არა მას წიგნებს:
-
არა
-
იშვიათად
-
ხანდახან
-
ხშირად
-
რა ტიპის საბავშვო ლიტერატურას ყიდულობენ/უკითხავენ:
-
ბიბლიოთეკები 2016-2019
-
საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკების რაოდენობა:
-
ჯამური საჯარო
-
აკადემიური საგანმანათლებლო
-
პროფესიული
-
პროფესიული და ლიტერატურული ცენტრები
-
აკადემიური ასოციაციები
-
საჯარო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსება (შესყიდვების წყარო / შესყიდვების სიხშირე...
კვლევის საბოლოო ანგარიში
კვლევის ანგარიშის საბოლოო ფორმატი უნდა შეთანხმებული იყოს შემსყიდველთან და შეიცავდეს შემდეგ მასალებს:
-
კვლევის მეთოდოლოგია მონაცემთა შერჩევის, მოცულობის და ანალიზის აღწერით;
-
ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად (პუნქტები 1-15) დამუშავებული დეტალური ინფორმაცია (რიცხვობრივი და პროცენტული მაჩვენებლებით, ანალიზით, შეფასებით);
-
გამოკითხული ორგანიზაციების, ნუსხა საკონტაქტო პირის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
-
შევსებული კითხვარები / სკრიპტები;
-
კვლევის თითოეული კომპონენტის შედარებითი ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები;
-
პრეტენდენტმა საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე, ჩატარებული კვლევის შედეგები, პრეზენტაციის სახით, უნდა გააცნოს შემკვეთის წარმომადგენლებს.
დანართი №2
პრეტენდენტის რეკვიზიტები
- პრეტენდენტის იურიდიული ფორმა, დასახელება
- საიდენტიფიკაციო კოდი
- პრეტენდენტის იურიდიული ან/დაფაქტობრივი მისამართი
- ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი
- პრეტენდენტის საკონტაქტო სატელეფონო ნომერი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ვებ გვერდის მისამართი
- მომსახურე ბანკის დასახელება
- ბანკის კოდი
პრეტენდენტის ხელმოწერა______________________ ბ. ა.