საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა დეკემბრის ბოლოს წიგნის საახალწლო ფესტივალის ჩატარება.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. 

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის ჩატარების აუცილებლობა საზოგადოების მაღალმა ინტერესმა განაპირობა. 2014 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ვიზიტორთა რაოდენობამ ნათლად აჩვენა , რომ საჭირო იყო კიდევ ერთი ფესტივალის ჩატარება, სწორედ ამიტომ ასოციაციის ორგანიზებით, 2014 წლის 25-28 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალი პირველად ჩატარდა.

ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც მონაწილე გამომცემელ და გამავრცელებელ ორგანიზაციათა მთავარი საზრუნავი სტუმრებისათვის წიგნებისა და წიგნთან დაკავშირებული ატრიბუტიკის განსაკუთრებული სადღესასწაულო ფასდაკლებითა და სპეციალური სასაჩუქრე პაკეტების საშუალებით შეთავაზებაა.

სამ დღიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში წიგნის საახალწლო ფესტივალი თავს უყრის წიგნთან, ლიტერატურასთან და სამწერლო/საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა სახის აქტივობას; დაწყებული გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და ავტორების წარდგინებებით და მკითხველების მწერლებთან შეხვედრა/დისკუსიებით, დამთავრებული ლიტერატურული დაჯილდოვებებით, პროფესიული სემინარებითა და კონფერენციებით. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშვო კუთხე და იგეგმება გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის ფინანსური პარტნიორობით წიგნის საახალწლო ფესტივალი 2017 წლის 22-24 დეკემბერს მეოთხედ ჩაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 30-მდე საგამომცემლო სახლი, წიგნის გამავრცელებელი, წიგნის მაღაზია და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდათ. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობამ უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგინა ახალი თუ ძველი გამოცემები. მოაწყეს ახალი წიგნების წარდგინებები, შეხვედრები ავტორებთან, გაიმართა საჯარო ლექციები. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, ასოციაციამ ტრადიციულად, გამოავლინა და დააჯილდოვა ბესტსელერები 4 ნომინაციაში და ასევე წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა დავით აბრამიშვილი:

1. 2017 წლის ბესტსელერი ქართველი ავტორი გახდა - გოდერძი ჩოხელის “პროზა, პოეზია, წერილები”

გამომცმელობას “პალიტრა L”

2. 2017 წლის ბესტსელერი, ქართულად თარგმნილი წიგნი გახდა - “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი”

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”

3. 2017 წლის საბავშო ბესტსელერი წიგნი გახდა - „წრიპა ბიჭის დღიური 3, ბოლო წვეთი”

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”

4. 2017 წლის ბესტსელერი Nonfiction წიგნი გახდა - “საქართველოს კულინარიული ატლასი”

გამომცემლობას “პალიტრა L”

5. წიგნის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა დავით აბრამიშვილი.

გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ტრადიციულად იზრუნა პატარა დამთვალიერებლებზე და საბავშო კუთხეში სპეციალური საახალწლო-გასართობი პროგრამა წარადგინა. თოვლის ბაბუა, სახეზე ხატვა, შოუ-ვიქტორინა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება. 

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით! 

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი იყო ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია “იკანო”, კომპანია ზედაზენი” და კომპანია “სანტე”.

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები