საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

„წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა  რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოსხენიებული იყოს  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.

მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის კითხვის დღე საქართველოში წიგნთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტში. იმისათვის, რომ საქართველოში გამართული ღონისძიება იყოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, უნდა შეიქმნას მიმზიდველი გარემო, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას.

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მეორედ, 2017 წლის 16 თებერვალს ჩატარდა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია "Litworld" -მა გამოაცხადა. წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გაიმართა.

16 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ -  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ ავტორები: დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი და ნესტან ნენე კვინიკაძე. ავტორებმა  საჯაროდ წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მეორედ გამოვლინდა "წლის წიგნის ქომაგი", რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, წიგნის ქომაგი 2017-ის პრემია გადაეცა "ფორმულა კრეატივს" სერიალისთვის "ხელოვნური სუნთქვა" და სცენარისტებს, ქეთი დევდარიანსა და დათო გაბუნიას.

2017 წლის წიგნის ქომაგი ასოციაციის მიერ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით იქნა შერჩეული და დაჯილდოვებული:

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, საუკეთესო საეთერო დროს, მთელი სეზონის მანძილზე წიგნის სრულიად შეგნებული და წინასწარ გამიზნული უსასყიდლო რეკლამისთვის.

იმისთვის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თინეიჯერი გოგონას მთავარი მახასიათებელია წიგნის კითხვის სიყვარული, იმისთვის, რომ მას ქართველ თინეიჯერებში უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა.

იმისთვის, რომ სერიალში, მისი სცენარიდან გამომდინარე, ფართოდ ხდებოდა მწერლებისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია.

დახურვის საღამოზე ასევე გამოვლინდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფეისბუქ კამპანიის მონაწილეებს შორის ყველაზე ორიგინალური ვიდეოს ავტორი. გამარჯვებული გამოავლინა  და დაასაჩუქრა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. ფეისბუქ კამპანიის გამარჯვებული გახდა დაჩი ჯობავა (იხ. ლინკი: https://www.facebook.com/100009857744246/videos/407791459559442/ )

პარტნიორები: კომპანია იკანო, კომპანია "სანტე" და "ფრესკო"

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები