საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

საქართველო 2022 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

2022 წლის 5-7 აპრილს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამა და მწერალთა სახლმა წარადგინეს.

საქართველოს ეროვნული სტენდი ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 200-მდე დასახელების ახალი ქართული გამოცემა, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები. 

ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო უკრაინის თემაზე შექმნილი მხარდამჭერი ილუსტრაციები, რომლებიც ქართველმა ილუსტრატორებმა გიორგი გაგოშიძემ, სონია ელიაშვილმა, გიორგი ჯინჭარაძემ და თეონა ჭანიშვილმა სპეციალურად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შექმნეს. ამ გზით ქართველი გამომცემლები კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები