სიახლეები
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება!
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მხარდაჭერით, 23 აპრილს, 13:00-დან 19:00 საათამდე, რადისონ ბლუ ივერიაშია გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. გარდა ამისა, დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, შეხვედრები ავტორებთან, წიგნის პრეზენტაციები და სხვა.
წიგნების გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათზე დაიწყება და მასში 20-მდე გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან გამომცემლობა სიესტა, დიოგენე, პალიტრა L, ინტელექტი, არტანუჯი, შემეცნება, წიგნიერი, ინდიგო, საქწიგნი, ბიბლუსი, ბუქმანია, აგორა, სეზანი, სეზან ფაბლიშიმგი, ზიარი, მედუზა, არიკი, რასთ კომიქსი და ჩემი გამომცემლობა.
ღონისძიების ლიტერატურული ნაწილი კი 16:00 საათიდან არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს მოსულ სტუმრებს.
• გამომცემლობა „საქწიგნის“, ახალი წიგნების წარგდენა:
o როსტომ ჩხეიძე“ვარსკვლავთა ბილიკები“ ლექსები პროზად;
o როსტომ ჩხეიძე “დღენი საპარლამენტონი (პოლიტიკური რომანი)
o პაატა ჩხეიძე,როსტომ ჩხეიძე-კლინტ ბრუკსი “ბერწი მიწა: ანალიზი
• შეხვედრა ალეკო შუღლაძესთან, გამომცემლობა „დიოგენე“, გამომცემლობა „პალიტრა L“;
• ახალი წიგნის „ყველანი აქ ვართ - უკრაინის გაკვეთილები“ წარდგენა, შემდგენელი და წარმდგენი: რუსიკო კობახიძე, გამომცემლობა „ზიარი“
• გამომცემლობა „წიგნი+ერის“ახალი წიგნების: „ყველა ფერი ბავშვობიდან იწყება- კანფეტი „დორას" ისტორია, „ადამიანთა ფსიქოლოგიური ანატომია" და „ცხოვრება მშვენიერია - ეს არ არის განაჩენი“ წარდგენა, წარმდგენები: დონარი სამადაშვილი და გიორგი შეშაბერიძე, გიორგი ლომიძე.
• შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან, „ბიბლუსი“
ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და 10 წელზე მეტია "იუნესკოს" საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება.
ელ. ბიულეტენის გამოწერა
სახელი
გვარი
ელ. ფოსტა
საქმიანობა
რა ენაზე გსურთ ელ. ბიულეტენის მიღება?
ელ. ბიულეტენის გამოწერა