საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პოლონეთის პროგრამა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.

 

წარმოგიდგენთ ფოკუს ქვეყნის პროგრამას:

 

25 მაისი, ხუთშაბათი

 

12:00 - 13:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფესტივალის პარტნიორები

14:00 - 14:30 „პატარა პოლონური წიგნი თბილისზე“ წარდგენა, წარმდგენი: ბრენდან ჯექსონი, ფოკუს ქვეყანა

15:00 - 15:30 წიგნის „მსოფლიოს პატარა ცენტრი“ წარდგენა, წარმდგენები: კრიშტოფ ჩიჟევსკი, მაგდალენა ნოვაკოვსკა, ფოკუს ქვეყანა

16:00 - 16:30 საგამომცემლო სახლის „ოსელინეუმ“ 200 წლის იუბილე, მონაწილე: ლუკაშ კამინსკი, ფოკუს ქვეყანა

17:30 - 18:00 Pro Georgia - პოლონეთში არსებული ქართველოლოგიის კვლევების ჟურნალის წარდგენა, ფოკუს ქვეყანა

 

26 მაისი, პარასკევი

 

12:30 - 13:00 შეხვედრა პოლონელ ავტორ ბარბარა კლიცკასთან, მოდერატორი: მთარგმნელი ქეთი ქანთარია, ფოკუს ქვეყანა

13:30 - 14:00 ჟურნალ „New Eastern Europe“ წარდგენა, წარმდგენი: ივონა რეიხარდი, ფოკუს ქვეყანა

14:30 - 15:00 შეხვედრა პოლონელ ავტორ იულია ფიედორჩუკთან, მოდერატორი: მთარგმნელი ქეთი ქანთარია, ფოკუს ქვეყანა

16:00 - 16:30 შეხვედრა მწერალ იაცეკ დენელთან, მოდერატორი: მთარგმნელი მირანდა გურგენიძე, ფოკუს ქვეყანა

17:00 - 17:30 დისკუსია უკრაინული ინსტიტუტის დირექტორ ვოლოდიმირ შეიკოსთან, მოდერატორი: ანნა ლაზარი, ფოკუს ქვეყანა

 

27 მაისი, შაბათი

 

12:30 - 13:00 წიგნის „აღმოსავლეთ ევროპა 1989 წლიდან“ წარდგენა, წარმდგენი: წიგნის ავტორი მიკოლა რიაბჩუკი, ფოკუს ქვეყანა

13:30 - 14:00 ჟურნალ ჰერიტოს წარდგენა, წარმდგენი: მთავარი რედაქტორი ბარტოშ სადულსკი, ფოკუს ქვეყანა

14:30 - 15:00 პანელ-დისკუსია - როგორ ავხსნათ თანამედროვეობა, მონაწილეები: ვალდემარ კულიგოვსკი, მაგდალენა ნოვაკოვსკა, ფოკუს ქვეყანა

16:00 - 16:30 პანელ-დისკუსია - ცენტრალური ევროპა: რეაქტივაცია, მონაწილეები: ლუკაშ გალუსეკი, კრიშტოფ ჩიჟევსკი, ჟანნა სლონიოვსკა, მაგდალენა ნოვაკოვსკა, ფოკუს ქვეყანა

 

28 მაისი, კვირა

 

13:00 - 13:30 პანელ-დისკუსია - როგორ ცვლის რუსეთის ომი ევროპულ პოლიტიკასა და საზოგადოებას? მონაწილეები: ფრანცისკა დეივისი, ლაურინას ვაიჩუნასი, ფოკუს ქვეყანა

15:00 - 15:30 პანელ-დისკუსია - ცხოვრება წარსულთან ერთად , მონაწილეები: ზბიგნიევ გლუზა, ვლოძიმიეჟ სულეია, ანტონ ვაჭარაძე, გიორგი კანდელაკი, მოდერატორი: დავით კანდრევიჩი, ფოკუს ქვეყანა

 

ფესტივალის გარე ღონისძიებები

27 მაისი

19:00 - 20:00 კულტურა იბრძვის: პანელ-დისკუსია, მონაწილეები: უკრაინული ინსტიტუტის დირექტორი ვოლოდიმირ შეიკო, ივა ფეზუაშვილი, ლუკაშ გალუსეკი, მაგდალენა ნოვაკოვსკა, ფოკუს ქვეყენა, შეხვედრის ადგილი: მწერალთა სახლი

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები