სიახლეები
წალენჯიხის ფესტივალის ლიტერატურული პროგრამა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 2-3 ივლისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
წარმოგიდგენთ ფესტივალის ლიტერატურულ პროგრამას:
2 ივლისი
11:00-18:00 წიგნის ბაზრობა
12:00-12:30
ოფიციალური გახსნა. მისასალმებელი სიტყვები
12:30-13:00
სხვა ენა: წიგნები, რომლებმაც შეგვცვალა
ანა კორძაია სამადაშვილი - „ზინკა ადამიანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ირმა ტაველიძე - „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
რატი რატიანი - „რომეო იცინოდა“ (პალიტრა L)
მოდერატორი: ირმა ტაველიძე
13:00-13:30
მომავლის რომანი
ზურა ჯიშკარიანი - „სწრაფი ღამისიერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
გიორგი კვიტატიანი - „ბრინჯაოს ქალაქი“ ( მედუზა)
მოდერატორი: თეონა დოლენჯაშვილი
13:30-14:00
პოეზიის დიაპაზონი
ნათია გიორგაძე - „ღმერთის დიაპაზონი“ (ინტელექტი)
ნინი ელიაშვილი - „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
ქეთი ნიჟარაძე - „რომაული არდადეგები“ (პალიტრა L)
მოდერატორი: ქეთი ნიჟარაძე
14:00-14:30
თავისუფლება ტექსტებში
ლუკა ბაქანიძე
- „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
რატი მუჯირი - „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ (ინტელექტი)
მოდერატორი: ბესო ხვედელიძე
14:30-15:00
ევროპული გამოცდილება ლიტერატურაში
მაია ბადრიძე - „ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ“, „აუსტერლიცი“ (დიოგენე)
მოდერატორი: თამარ ლებანიძე
15:00-15:30
განსხვავებული ესეისტიკა - რეალობა და მითოლოგია
რაულ ჩილაჩავა - „ომის წიგნი, ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს“
ხათუნა თავდგირიძე - „ტრიქსტერი და სიმულაკრი“ (ალეფი)
მოდერატორი: ხათუნა თავდგირიძე
15:30 – 16:00
ხვიჩა - მეტი ვიდრე ფეხბურთი
გიორგი კეკელიძე - „ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ (არტანუჯი)
მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია
16:00-16:30
მომავალი - უკრაინა
გვანცა ჯობავა - „გზავნილი უკრაინიდან“ (ინტელექტი)
რუსიკო კობახიძე - „ყველანი აქ ვართ. უკრაინის გაკვეთილები“ (ზიარი)
დავით კაკაბაძე - „ზელენსკი უგრიმოდ“ (სიესტა)
მოდერატორი - ნატო ალხაზიშვილი
16:30- 17:00
პოეზია და შთამომავლობა
ეთერ თათარაიძე
მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია
17:00-17:30
ახალი ქართული პიესა
ეკატერინე ტოგონიძე - „ექვსი ნოეს კიდობანი“ (ინტელექტი)
ბესო ხვედელიძე - „ხიდჩატეხილობა“ (აგორა)
მოდერატორი: თეონა დოლენჯაშვილი
17:30-18:00
კამერტონი
თემურ ელიავა - „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი)
ირინა ტაბაღუა - „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)
მოდერატორი - ქეთი ნიჟარაძე
18:00-18:30
პოეტური ბესტსელერი
ლაშა მარგიანი - „შენ მარტო არ ხარ“
ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეზია
მოდერატორი - ნიკა ჩერქეზიშვილი
18:30-19:00
ტერენტი გრანელი
გია ხარჩილავა - „ტერენტი გრანელი“
მოდერატორი: თამარ ბელქანია
19:00
ფესტივალის დახურვა
პრემია გრანელის გადაცემის ცერემონიალი
3 ივლისი
11:00 – 11:30
პროექტ „არტანუჯი ბავშვებისთვის“ წარდგენა
წარმდგენი - თამარ კაკუბავა
11:30- 12:00
კოლხური პოეზია
ლეილა სიჭინავა - "გათენებიდან შებინდებამდე" (ინტელექტი)
ნონა ფიფია - "იების ცრემლი" (მერიდიანი) "სანამ ამ ფოთლებს წაიღებს ქარი". (ივერიონი)
მიმოზა ცანავა - "ტკივილის ტვირთი" (საარი) "კოლხური სევდა“ (საარი)
მოდერატორი - თამარ ბელქანია
12:00-14:00
საბიბლიოთეკო რეფორმის განხილვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებთან (დახურული შეხვედრა)
ფესტივალი იმართება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.
პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.