საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართული კამპანია ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად

როგორც იცით, თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად მოეწყო სპეციალური კამპანია, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ორგანიზაციები შემოუერთდნენ.

 

კამპანიის ფარგლებში, ფესტივალის მონაწილეების მხარდაჭერით შეგროვებული თანხა გადაეცა ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეიქმნა 2012 წელს. მათი მისიაა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების - მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა.

იმედი გვაქვს, თბილისის წიგნის ფესტივალი და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გუნდი და გამომცემელთა ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის კამპანიის მონაწილეებს:

  • ზიზილა
  • ბუერა
  • გამომცემლობა წიგნი+ერი
  • ჩემი გამომცემლობა
  • სიესტა
  • გოგორა
  • კომიქსების და მანგების მაღაზია პარსეკ1
  • ოლმა
  • რასთი კომიქსი
  • აგორა
  • გამომცემლობა დიოგენე
  • გამომცემლობა პალიტრა L
  • გამომცემლობა მედუზა
პარტნიორები