საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

მრგვალი მაგიდა გაყალბებული წიგნების წინააღმდეგ

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტი“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საავტორო უფლებების ასოციაციამ 29 ივლისს „საქპატენტის“ ოფისში, გამართეს მრგვალი მაგიდა თემაზე: კონტრაფაქციული გამოცემების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიების შემუშავება. მრგვალი მაგიდის მოდერატორი იყო გამომცემელთა ასოციაციის ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი. ღონისძიებას დაესწრნენ „საქპატენტის" დირექტორი ნიკოლოზ გოგილიძე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა, საავტორო უფლებების ასოციაციის დირექტორის მოადგილე მირიან კულულაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი დათო მდივნიშვილი, ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ანა მიქელაძე და ათამდე ქართველი გამომცემელი. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დაამტკიცეს და ხელი მოაწერეს ერთობლივ ქარტიას.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები