საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ DCFTA-ს კონტექსტში“, რომლის ფარგლებშიც მოხდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია „საქპატენტისა“ და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციაზე მეხუთე სესიის, „შუამავალთა როლი და პასუხისმგებლობა: ბრძოლა კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ სადისტრიბუციო ქსელში“, ფარგლებში მოხსენებით წარსდგა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა. მოხსენების თემა გახლდათ: კონტრაფაქციული წიგნები - შავი ბაზრის უარყოფითი ზეგავლენა ავტორებზე, გამომცემლებსა და მომხმარებლებზე.

სესიის მოდერატორი გახლდათ: ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი.

სხვა სპიკერები:

დონალდ ტაუნსენდი - რეგიონული ატაშე ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში რუსეთში, დსთ-სა და საქართველოში, აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყება;

ზურაბ ბეჟაშვილი - „ბრავო რეკორდსის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

მარიამ ვაშაკიძე - „Microsoft საქართველოს“ უფროსი იურისტი;

 

ფოტო გალერეა
მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები