საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 7 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!

წელს ღონისძიებას შეუერთდება ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“.

გამომცემელთა ასოციაციის ფოკუსში წელს მშობლების ჩართულობა და მათი როლი იქნება ბავშვისთვის წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბების პროცესში.

საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, 7 თებერვალს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის თემაა: “თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება“. დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი და ორგანიზატორები, თამარ ლებანიძე და მეგი კავთუაშვილი

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ღონისძიებაზე, საჯარო ლექციის დასრულებისთანავე, უკვე მეცხრედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ვახტანგ ბერიძეს (2022) ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები