სიახლეები
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2024
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2024 წელს 26-ედ ატარდა. 4 დღის განმავლობაში "ექსპო ჯორჯიას" მე-11 და მე-6 პავილიონებში ვიზიტორებს ქართველი და უცხოელი გამომცემლების წიგნების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ფესტივალზე ასევე გაიმართა ლიტერატურული ღონისძიებები და პატარა დამთვალიერებლებისთვის საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე მოეწყო.