სიახლეები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2025
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ტრადიციულად, 2025 წელსაც აღნიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
წიგნის ქომაგი 2025 - ქალბატონი სულიკო სვანიძე, რომელმაც წიგნიერების განვითარებას თავისი ცხოვრების 50 წელი შეალია. "ღირდა ჩემი ცხოვრება იმად, რომ მე ბიბლიოთეკაში მოვედი. არ შევცდი ამ პროფესიის არჩევაში“სულიკო სვანიძე მთიანი ზონის ყველაზე მაღალ წერტილში, ცაგერის რაიონის სოფელ ცხუკუშერში დაიბადა. დედა ფილოლოგი ჰყავდა და სკოლის მასწავლებლობის პარალელურად ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ამიტომაც, დედის დამსახურებით, ქალბატონ სულიკოს ბავშვობიდანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა წიგნებთან და ხელოვნებასთან. თავადაც საუკეთესოდ სწავლობდა და მის გარშემო ყველა ფიქრობდა, რომ ექიმი გახდებოდა, თუმცა დედის საქმიანობამ და წიგნების სიყვარულმა უკვალოდ არ ჩაიარა და სკოლის დამთავრების შემდეგ ბიბლიოთეკათმცოდნეობა არჩია. მისი კარიერა წყალტუბოს ბიბლიოთეკით დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი მოხვდა იქ და მას შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავა, ბოლოს კი საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად დანიშნეს. როდესაც რაიონში 37 ბიბლიოთეკიდან 32 გაუქმდა, ქალბატონმა სულიკომ სხვა ბიბლიოთეკარებთან ერთად რამოდენიმე წელი თავდაუზოგავად იშრომა, რომ უპატრონოდ დარჩენილი წიგნები უვნებელი შეენახათ - სამომავლოდ ახალი ბიბლიოთეკების გახსნის იმედით. შრომამ შედეგი გამოიღო და ყველა წიგნის ხელუხლებელად შენახვა შეძლეს- ხოლო გაუქმებული ბიბლიოთეკებიდან 23 აღადგინეს. საბიბლიოთეკო საქმეში თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის ქალბატონ სულიკოს არაერთი სიგელი თუ მადლობის ბარათი აქვს მიღებული, მათ შორის, საუკეთესო დირექტორის წოდება კულტურის სამინისტროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან.
ელ. ბიულეტენის გამოწერა
სახელი
გვარი
ელ. ფოსტა
საქმიანობა
რა ენაზე გსურთ ელ. ბიულეტენის მიღება?
ელ. ბიულეტენის გამოწერა