საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (GPBA) აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

დასახელება: პროექტების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული

 

GPBA -ს შესახებ:

ორგანიზაცია ყოველწლიურად ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს და ატარებს წიგნთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ღონისძიებებს. ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს ქართველი გამომცემლების მონაწილეობას წიგნის საერთაშორისო ფესტივალებში, მათ შორის ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტში, ბაქოსა და ბოლონიაში. ორგანიზაცია არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის, წიგნის რეგიონული ფესტივალებისა და სხვა ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტების მოძიება და საპროექტო განაცხადების მომზადება;

  • პროექტთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება;

  • პროექტის მიმდინარეობის კონტროლი, მონიტორინგი და დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; რისკების მართვა;

  • ასოციაციის მიერ დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების იმპლემენტაცია;

  • უშუალო კომუნიკაცია დონორებთან, წიგნის ბაზრობების მენეჯერებთან და ასოციაციის პარტნიორებთან;

  • დონორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მედიასთან და ასოციაციის წევრებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, კომუნიკაციის კოორდინაცია და თანამშრომლობის გაღრმავება;

  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (კულტურის მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;

  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);

  • საგამომცემლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილი ცოდნა.

პროფესიული უნარები:

  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები;

  • თანამედროვე ლიტერატურული პროცესებისა და წიგნის ბაზრის ტენდენციების ცოდნა;

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი ფორსმაჟორულ სიტუაციაში;

  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა;

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;

  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ეფექტურად გამოყენების უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერითი);

  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი ფორსმაჟორულ სიტუაციებში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • კულტურის, ლიტერატურისა და საგამომცემლო სფეროს მიმართ ინტერესი;

  • საერთაშორისო პროექტებზე  მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: 1000 ლარი (გადასახადების გარეშე), შესრულებული სამუშაოს შედეგებიდან გამომდინარე დამატებითი ბონუსების მიღების შესაძლებლობით.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV  შემდეგ  მისამართზე: ceo@gpba.ge   

სათაურის ველში მიუთითეთ: „პროექტების მენეჯერი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისათვის.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები