საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

2017 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობა 14 მარტს საგამოფენო ცენტრ „ოლიმპიაში“ გაიხსნა და 16 მარტის ჩათვლით გასტანა.

მიმდინარე წელს ბაზრობა ლონდონში ორმოცდამეექვსედ ჩატარდა და 124 ქვეყნის საგამომცემლო სექტორის 25 000-მდე პროფესიონალმა მოიყარა თავი. საქართველოს ეროვნული სტენდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წარმოადგენა, რომლის მოწყობა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით შედგა. მონაწილეობის მიიღეს ასევე რამდენიმემე ქართულმა გამომცემლობაც. საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული საგამომცემლო სახლებში სხვადასხვა დროს გამოცემული თანამედროვე და კლასიკური ქართული ლიტერატურა და ქართველი ავტორების უცხო ენებზე შესრულებული თარგმანები.

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მონაწილეობისა და ეროვნული სტენდის ორგანიზების მიზანია ხელი შეუწყოს უცხოურ გამომცემლებში ქართული წიგნისა და ქართველი ავტორებისადმი ინტერესის ზრდას; გამართოს საქმიანი შეხვედრები მონაწილე ქვეყნების გამომცემლებთან და მათ ასოციაციებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებთან თანამშრომლობაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას ემსახურება.

ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველად 1971 წელს ჩატარდა, ხოლო დღევანდელ სახელწოდებას 1977 წლიდან ატარებს. საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს შორის ლონდონის წიგნის ბაზრობას ინდივიდუალური ნიშა აქვს - მისი ცენტრალური თემა და ინტერესის საგანი საავტორო უფლებებია. ლონდონის წიგნის ბაზრობის პლატფორმა დიდწილად საგამომცემლო დარგის სპეციალისტებზეა გათვლილი - ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ავტორებისა და მათი წიგნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფოტო გალერეა
პარტნიორები