სიახლეები
ლონდონის წიგნის ბაზრობა 2017 გაიხსნა
ლონდონის წიგნის ბაზრობა 2017, 14 მარტს ლონდონის დროით ზუსტად დილის 09:00 საათზე გაიხსნა. საქართველოს ეროვნული სტენდი თავის სივრცეში უცხოელ კოლეგებსა და ბაზრობის დამთვალიერებელს უმაპინძლა.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წარმოადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნული სტენდის მოწყობა მოხდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით.
წიგნის ბაზრობა ლონდონში საგამოფენო ცენტრ „ოლიმპიაში“ გაიხსნა და 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მსგავსი სიახლეები