სიახლეები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2018
1 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ავტორები: გელა ჩარკვიანი, გიორგი კეკელიძე და ალეკო შუღლაძე. ავტორებმა საჯაროდ წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მეორედ გამოვლინდა "წლის წიგნის ქომაგი", რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, წიგნის ქომაგი 2018-ის პრემია გადაეცა თემურ ჩხეიძეს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 16 თებერვალს უკვე მეორედ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე! ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld".
წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩატარდა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.