საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

კონკურსი ინტერაქტიული წიგნების შესარჩევად

საბავშვო ინტერაქტიული წიგნების მიღება პროექტის „ფრანკუფრტის წიგნის ბაზრობა 2018 - სტუმარი ქვეყანა საქართველო“ საბავშვო ლიტერატურის სტენდისთვის.

პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 - სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს  ქართული საბავშვო ინტერაქტიული წიგნების მიღებას, რომელიც 2018 წლის 10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ბავშვთა და მოზარდთა მედიის პავილიონში, ქართული საბავშვო ლიტერატურის სტენდზე გამოიფინება საბავშვო წიგნებთან ერთად და სტუმარი ბავშვების შემეცნებისა და გართობისთვის იქნება განკუთვნილი.   

პარამეტრები ინტერაქტიული წიგნის შემუშავებისთვის:

შინაარსობრივი მახასიათებლები:

·ინტერაქტიული წიგნი უნდა წარმოადგენდეს როგორც ინტერაქტიულ, ისე საგანმანათლებლო რესურსს;

·თხრობითი ნაწილი, ისტორია რომელიც ინტერაქტიულ წიგნში განვითარდება;

·ინტერაქტიული წიგნი უნდა შეიცავდეს ანიმაციას, ტექსტსა და ტექსტის გახმოვანებას;

·ინტერაქტიული წიგნი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

·ინტერაქტიული წიგნი უნდა უზრუნველჰყოფდეს ცოდნის მიღებას აღმოჩენის გზით და არა მის მზა სახით გადაცემას;

·ინტერაქტიული წიგნი უნდა ითვალისწინებდეს სამიზნე აუდიტორიის ასაკს, ინტერესებს და შესაძლებლობებს (4-12 წელი);

·ინტერაქტიული წიგნის შინაარსი არ უნდა არღვევდეს საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობას.

ტექნიკური მახასიათებლები:

·ინტერაქტიული წიგნი გამართულად უნდა მუშაობდეს Android პლატფორმაზე;

·ინტერაქტიული წიგნი თავსებადი უნდა იყოს Android 5.0 ვერსიასთან ან ზევით; მისი გახმოვანება უნდა იყოს სტუდიური ხარისხის;

·ინტერაქტიული წიგნების მოწოდება შეუძლიათ  როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

·დაინტერესებულმა პირებმა ინტერაქტიული წიგნები უნდა მოგვაწოდონ არაუგვიანეს 2018 წლის 29 ივნისისა.

მოწოდებული უნდა იყოს:

1.APK გაფართოვების ფაილი (რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს ინტერაქტიული წიგნის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გაშვება);

2.ბმული Google Play-ზე (ანუ ფაილი მოწოდებამდე, ინტერაქტიული წიგნი, მისი მფლობელის მიერ ატვირთული უნდა იყოს შესაბამის Store-ზე.)

·ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გასაგზავნად განიხილება მხოლოდ ის ინტერაქტიული წიგნები,  რომლებიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ მოცემულ ტექნიკურ და შინაარსობრივ მოთხოვნას.

·წარდგენილი ინტერაქტიული წიგნებიდან საუკეთესოები შეირჩევა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრების მიერ დახურული წესით.

·შერჩევის პროცესისას უპირატესობა მიენიჭება ფორმითა და შინაარსით ინოვაციურ და ორიგინალური იდეის მქონე პროექტებს.

·შერჩეული ინტერაქტიული წიგნების სია გამოქვეყნდება 2018 წლის 15 ივლისს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მაჩაბლის N13, თბილისი, 0105, საქართველო

ტელ: (+995) 555 50 35 04

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე

 

 

პარტნიორები