საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საქართველოში

23 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.  ამ დღის საქართველოში აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დამკვიდრდა და წლებია სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება. 23 აპრილის დღის ისტორია ასეთია: კატალუნიაში 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესის და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც დაემატა შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წიგნის საერთაშორისო დღეს 2003 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა, სადაც სხვადასხვა გამომცემლები იღებენ მონაწილეობას და მკითხველს ფასდაკლებით სთავაზობენ ყველა ჟანრის ლიტერატურას. პარალელურად, შინაარსობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, საჯარო კითხვა და სხვადასხვა ღონისძიებები. 

გამომცემლების, ავტორების და გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია წარმოაჩინოს წიგნის მნიშვნელობა და ხელი შეუწყოს ახალი, განათლებული თაობის აღზრდას. მსგავსი პროექტების რეგიონალიზაცია მნიშვნელოვანია წიგნის კითხვის პოპულარიზაციისთვის.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტში. 

23 აპრილს თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მოეწყო წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცზე მეტი ქართველიმა გამომცემელმა და გამავრცელებელმა ამ დღესთან დაკავშირებით წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით შესთავაზეს მკითხველს. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, ახალი წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის საბავშვო ღონისძიებები.

საბავშვო ხელოვნების სკოლა-სტუდია „Aრტ Eასტ"-ის მოსწავლეებმა კი წიგნის თემაზე ნამუშევრები შექმნეს შემდეგ კი იქვე მოაწყვეს ნახატების გამოფენაც.

წელს პირველად ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას შემოუერთდა გადაცემა „წიგნების თარო“, რომელმაც  მკითხველისთვის სპეციალური გათამაშება ჩაატარა და გამარჯვებულები პრიზებით დააჯილდოვა.

პარალელურად, მოეწყო კოსტიუმირებული ახალგაზრდების შეკრება ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან (ბარათაშვილის ხიდთან) და შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე. "იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ მნიშვნელოვან მოვლენას სიმბოლური მსვლელობით გამოეხმაურა. 

დღის დასკვნითი ღონისძიება კი, "პროზაული ღამე"  იყო, ათმა თანამედროვე ქართველმა პროზაიკოსმა წაიკითხეს ნაწყვეტებს საკუთარი წიგნებიდან, ისაუბრეს ლიტერატურისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები