საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

2018 წლის 10-12 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. სტენდის დიზაინი წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით შეიცვალა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია. პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ ბრენდინგი და ვიზუალური კონცეფცია „გია ბოხუას სტუდიას“ ეკუთვნის, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი საქართველოს ეროვნული სტენდის დიზაინზე თეონა ჭანიშვილმა იმუშავა. საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნული სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერებაა შესაძლებელი. ლონდონის წიგნის ბაზრობის ფოკუსი წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია და ესტონეთია. „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ პროექტს „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს. 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები