საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

2018 წელს გამოცემული საბავშვო და სახელოვნებო წიგნების მიღება

პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 - საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს  2018 წელს გამოცემული ქართული საბავშვო წიგნების მიღებას. მიიღება როგორც ქართული გამოცემები, ასევე ინგლისურად და გერმანულად გამოცემული ქართული საბავშვო წიგნები. აღნიშნული წიგნები 2018 წლის 10-14 ოქტომბერს გამოიფინება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული საბავშვო წიგნების სტენდზე (Hall 3.0). 

ასევე, ცხადდება მიღება 2018 წელს გამოცემულ სახელოვნებო წიგნებზე, რომლებიც განთავსდება დიზაინისა და ხელოვნების სივრცეში ARTS+ (Hall4.1). აღნიშნული სტენდისთვის შეირჩევა წიგნები ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ, ალბომები, ილუსტრირებული წიგნები, ფოტო-წიგნები, Art-Book-ები და სხვა. ამ შემთხვევაშიც მიიღება როგორც ქართული, ასევე ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოცემული ქართველი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები.

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქართული საბავშვო  ლიტერატურისა და ხელოვნების კატეგორიებში, კიდევ ერთხელ წარმოადგინონ ის წიგნები, რომლებიც გამოიცა 2018 წელს,  წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებული პირველი ღია კონკურსის შემდგომ . 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შეირჩევა 100 სახელოვნებო და 50 საბავშვო წიგნი. შერჩეულწიგნებზე ინფორმაცია გასაჯაროვდება 2018 წლისივლისში. წიგნები, რომლებიც არ შეირჩევა ფრანკფურტში გამოსაფენად, უკან დაუბრუნდება შესაბამის პირებს. 

სავალდებულოა, რომ წარმდგენმა ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა, წიგნებთან ერთად მოგვაწოდოსგამოცემების სია ინდივიდუალური მახასიათებლებით (სრული დასახელება, გამოცემის ფორმატი(A3, A4, A5, A6 და ა.შ.), საბაზრო ღირებულება და ISBN).

2018 წლის გამოცემების მიღება დაიწყება 2018 წლის12 ივნისს და დასრულდება 20 ივნისს 18:00 საათზე.წიგნები უნდა წარმოადგინოთ წიგნისგამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში(მაჩაბლის N13, მე-2 სართული).

საკონტაქტო პირი: თეკლა ქველაძე

(+995) 91 93 93 23;  

gohassistant@gpba.ge

 

პარტნიორები