სიახლეები
საგამომცემლო კატალოგი 2018
წარმოგიდგენთ პროექტის „საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა” საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ საგამომცემლო კატალოგს. წლევანდელი წლის მნიშვნელობიდან გამომდინარე კატალოგის კონცეფცია წინა წლებთან შედარებით განსხვავებულად და ორიგინალურად მომზადდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის მონაწილე თითოეულ ორგანიზაციას დავუთმეთ კატალოგის ერთი გვერდი, სადაც განთავსდა მოკლე ინფორმაცია ამა თუ იმ გამომცემლობისა თუ წიგნის გამავრცელებლის შესახებ და ასევე გამომცემლის (ან გამავრცელებლის) და მათი ერთი ავტორის სიტყვა. ამგვარად, ქართული საგამომცემლო სახლების ხელმძღვანელებისა და მათი ავტორების მონათხრობების საფუძველზე კატალოგში შეიქმნა ქართული საგამომცემლო სფეროს, გამომცემლებისა და ავტორების მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიის საინტერესო რეტროსპექტივა.
საგამომცემლო სექტორის კიდევ უფრო ფართოდ წარმოსაჩენად, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კატალოგში ასევე შევიდა წერილები სფეროს ქართველი თუ უცხოელი პროფესიონალების ავტორობით.
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მადლობას უხდის ყველა იმ გამომცემელს, ავტორსა თუ საგამომცემლო სფეროს პროფესიონალს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საგამომცემლო კატალოგის განსაკუთრებული გამოცემის მომზადებაში!
კატალოგი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
იხილეთ კატალოგი:
http://gpba.ge/catalogues/1535949551.pdf