საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

FBF 2018 გუნდი

პროექტის „საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“ საგამომცემლო პროგრამას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროფესიონალთა გუნდი უწევს.

საგამომცემლო პროგრამა  მოიცავს 3 ეროვნულ სტენდს და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას.

საქართველოს ეროვნული სტენდი აერთიანებს 40-მდე გამომცემლობას, რომლებიც სტენდზე ქართული ლიტერატურის გამოცემებს წარადგენენ. საქართველოს ეროვნულ სტენდს, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა წიგნის ბაზრობაზე, საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა და სტატუსი ენიჭება. ეროვნული სტენდის სცენა საგამომცემლო პროგრამის მთავარი პლატფორმაა. პროგრამის ღონისძიებების ნაწილი ასევე გაიმართება საპატიო სტუმრის პავლიონის მცირე სცენაზე. ეს სცენა ეთმობა ქართულ პოეზიას, არტ წიგნებსა და დოკუმენტურ პროზას.

ქართული სტენდი ARTS+ სივრცეში - არტისა და დიზაინის პავილიონში განთავსებული ქართული სტენდი ემსახურება საქართველოს პოტენციალის გამოვლენას ხელოვნების სფეროსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. სტენდზე განთავსებული იქნება საგამომცემლო სივრცე ქართული სახელოვნებო წიგნებისთვის, ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროექტი Oraculum 0.1 (მოლაპარაკე ავატარები) და ერთობლივი სტენდი კორპორაცია მონოტაიპთან, რომელიც უნიკალური ქართული დამწერლობის წარმოჩენას ეთმობა.

მუდმივი ინსტალაცია ARTS+ პავილიონში - ჩეთბოტების წარდგენა. ჩეთბოტების შემქმნელები ეკრანებისა და კლავიატურის გამოყენებით საშუალებას მისცემენ ვიზიტორებს, გაესაუბრონ მათ მიერ შექმნილ ჩეთბოტებს და ასევე გააცნობენ ჩეთბოტის აგების პროცესს. 

ქართული საბავშვო ლიტერატურის სტენდი - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბავშვო-საყმაწვილო პავილიონში განთავსებულ ქართულ სტენდზე სპეციალურად პატარა ვიზიტორებისთვის გამოიფინება ქართული საბავშვო გამოცემები, ქართველი ავტორების ილუსტრაციები, ინტერაქტიული წიგნები და აპლიკაციები.

50-მდე ქართული საბავშვო წიგნი ასევე გამოიფინება ბაზრობის სპეციალურ სივრცეში - ფრანკფურტის საბავშვო ფოიეში. ფოიეში განთავსებულ LED ეკრანზე სხვა ილუსტრაციებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველი არტისტების ნამუშევრები.

პროექტის „საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში 10-დან 14 ოქტომბრამდე გაიმართება 70-მდე ღონისძიება 150-მდე ქართველი და უცხოელი ავტორის, გამომცემლის, მთარგმნელისა თუ ლიტერატორის მონაწილეობით. 

წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც მუშაობს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს საგამომცემლო პროგრამაზე.

გვანცა ჯობავა

საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელი

gohpublishingprogram@gpba.ge

თინათინ ბერიაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

Dir@gpba.ge

ნინო კიკნაძე

საგამომცემლო პროგრამის კოორდინატორი

gohsupport@gpba.ge

ნუკა ღამბაშიძე

საგამომცემლო პროგრამის კოორდინატორი

Projects@gpba.ge

ნათია პავლიაშვილი

PR მენეჯერი

Pr@gpba.ge

თეონა ჭანიშვილი

დიზაინერი

tchanishvili@gmail.com

თამუნა სორდია

ფინანსური მენეჯერი

Finance@gpba.ge

თეკლა ქველაძე

საგამომცემლო პროგრამის ასისტენტი

gohassistant@gpba.ge


ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები