საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ეროვნული სტენდი 2019 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნულ სტენდს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 2019 წლის 12-14 მარტს გაიმართება.

პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ შემდეგ ლონდონის წიგნის ბაზრობა, იქნება პირველი საერთაშორისო ბაზრობა, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდის დიზაინი,გასული წლის მსგავსად, გაიმეორებს „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველოს“ ბრენდინგსა და ვიზუალურ კონცეფციას.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. 

საქართველოს ეროვნულ სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

13 მარტს, ლონდონის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ეროვნულ სტენდზე (5D118) საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გამართავენ ერთობლივ მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

პროექტს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. 

მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები