საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

მიღება საქართველოს ეროვნულ სტენდზე ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

13 მარტს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ლონდონის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ეროვნულ სტენდზე (5D118) გამართავენ ერთობლივ მიღებას. მიღებას დაესწრება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნულ სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები
პარტნიორები