საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თიბისი და თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დამეგობრდნენ!

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საბავშვო პავილიონში თიბისი უმასპინძლებს პატარა მკითხველს: 


ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში დაგხვდებათ:

 საკითხავი კუთხე
 სახატავი კუთხე
 სახის მოხატვა

1-ელ ივნისს კი თიბისი ახალ თაობას სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:

მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად 
თამაში: ლიტერატორობანა - ინდივიდუალური თამაში 
თამაში: სამაგიდო თამაში ჩაიფიქრე 
შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია?
ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად 
 თამაში: 100 წელი - თიბისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები