საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. 

 

ტრადიციულად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იყო, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იყო საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. 

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის. 

 

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. საიუბილეო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთი იყო. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. ფესტივალმა კვლავაც უმასპინძლა პროექტს, "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. 

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store. 

 

პარტნიორები