საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ტყიბულის წიგნის ფესტივალი

2 ოქტომბერს ტყიბულში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა ტყიბულის წიგნის პირველი ფესტივალი. ფესტივალის სტუმრებს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდნენ ქართველ პოეტებს, შალვა ბაკურაძესა და ნიკა ჩერქეზიშვილს, რომლებმაც პუბლიკას საკუთარი ლექსები წაუკითხეს. ფესტივალი ჩატარდა ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალში მონაწილეობდნენ: გამომცემლობა „პალიტრა L“, სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „აზრი, „ზოლიანი კატა“, „ბიზნესლიტერატურა“, გამომცემლობა „არტანუჯი“, „ინგლისურენოვანი წიგნები“, გამომცემლობა „წიგნი+ერი“.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები