სიახლეები
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ყოველწლიური საერთო კრება
2020 წლის 30 ივნისს გაიმართა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ტრადიციული საერთო კრება. საერთო კრების დღის წესრიგი ორი საკითხისგან შედგებოდა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავამ ასოციციის წევრებს წარუდგინა ასოციაციის საქმიანობის წლიური ანგარიში. ამასთანავე, მოხდა გამგეობის ორი წევრის როტაცია. ახალი გამგეობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „არტანუჯი“
გვანცა ჯობავა, გამომცემლობა „ინტელექტი“
რუსუდან მოსიძე, გამომცემლობა „ბაკმი“
ქეთევან დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო
ირინა ჯავახაძე, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“
ნატა ძველიშვილი, გამომცემლობა „ინდიგო“
ლია მეტრეველი, გამომცემლობა „საქწიგნი“
გამომცემელთა საერთო კრება გაიმართა ნაძალადევის მედიათეკაში, სადაც დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია და უსაფრთხოების ნორმა.