საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო კონგრესი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

28-29 იანვარს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გაიმართა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (http://www.internationalpublishers.org/) მიერ ორგანიზებული სახელმძღვანელოების გამომცემელთა ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი. სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო კონგრესი ყოველწლიურად იკრიბება და ამ სფეროში წამოჭრილ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებზე მსჯელობს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) წევრი 2007 წლიდან გახდა. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია მსოფლიოს 50 ქვეყნის 60 ორგანიზაციას აერთიანებს. 2015 წლის ივლისში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის საიტზე პირველად გამოქვეყნდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობავას ანგარიში „საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში“ (http://www.internationalpublishers.org/…/316-publishing-in-…), რომელიც წარმოადგენდა ქართული საგამომცემლო სფეროს ანალიზსა და სახელმძღვანელოების გამომცემელთა სექტორში შექმნილი მძიმე სურათის, ხელისუფლების მხრიდან გამომცემლებისა და ავტორების საავტორო უფლებების დარღვევის უხეში ფაქტების აღწერას. აღნიშნული ანგარიში, საიტზე გამოქვეყნებასთან ერთად, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაიციის ყველა წევრ ორგანიზაციას ელექტრონულ ფოსტაზე დაეგზავნა.

2015 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დირექტორის ხოსე ბორგინოსა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობავას შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 28-29 იანვარს კიოლნში დაგეგმილ სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო კონგრესზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაიის თავმჯდომარე 20 წუთიანი მოხსენებით წარმსდგარიყო და სახელმძღვანელოების გამომცემლებს მთელი მსოფლიოდან (50-მდე გამომცემლობა) გააცნო საქართველოში სახელმძღვანელოების სექტორში შექმნილ ვითარება. ფორუმს ასევე დაესწრო კახმეგ კუდავა, გამომცემლობა „ინტელექტის" დირექტორი, თამთა ივანიშვილი და გიორგი ბათლიძე, სახელმძღვანელოების ქართველი გამომცემლების იურისტები სასამართლოში. მათაც ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღეს ქართული მხარის მოხსენებაში. მოხსენების შემდგომ კი გაიმართა დისკუსია, სადაც ფორუმის მონაწილეებმა საჭირო რეკომენდაციები მისცეს ქართველ კოლეგებს და ფორუმის შემდგომ შეიმუშავეს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის საერთო რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

პარტნიორები