საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

24 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში, 24 თებერვალს, პირველად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. 
ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld“-თან (http://www.litworld.org/) კონსულტაციით, რომელიც ამ ივენთის ორგანიზატორია საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მათი დახმარებით ჩატარდა. ასევე მათი რესურსების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

ქვეყნის მასშტაბით, უამრავი ღონისძიება ჩატარადა. ასოციაციის ინიციატივით დაწესდა ტრადიციული პრემია „წლის წიგნის ქომაგი“.

24 თებერვალს მთელი დღის მანძილზე  თანამედროვე ქართველი ავტორები სტუმრობდნენ სკოლებსა და უნივერსტეტებს, როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებში.

ღონისძიებაში ჩართული იყო თბილისის ყველა საჯარო ბაღი, 30-მდე სკოლა, 5 უნივერსიტეტი და 15-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია ( ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია, წიგნის კლუბი, საკრებულო, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და სხვა.)
ღონისძიების ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეეძლო ჩაეწერა პატარა ვიდეო რგოლი და შემოერთებოდა აქციას სოციალური ქსელის საშუალებით, აღნიშნულმა ფაქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა წიგნის მოყვარულებში და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  „ფეისბუქზე“ უამრავი ვიდეო აიტვირთა.

 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიოს დღე საქართველოს, ჩვენი ასოციაციის ინიციატივით, 4 ქალაქში აღინიშნა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი. თუმცა კერძო ინიციატივებით უამრავი სხვა რეგიონი და ქალაქი მოიცვა: ხაშური, ონი, ფოთი, მესტია, გორი, თელავი და მრავალი სხვა.

ქუთაისში მივლინებული იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ბათუმში, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

ზუგდიდში მივლინებული იყო ავტორი მაკა ჯოხაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

რაც შეეხება თბილისს, 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა პროექტის - დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიებაზე მოწვეულმა ავტორებმა: ეკატერინე ტოგონიძემ, პაატა შამუგიამ და ტორესა მოსიმ, საჯაროდ წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ კი ჩვენი ასოციაციის გამომცემელთა ბორდის გადაწყვეტილებით გადაეცა, ბატონ ლევან ბერძენიშვილს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტმა - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მედიაში. ჩვენს ღონისძებას მიეძღვნა არა მხოლოდ კონკრეტული სიუჟეტები, არამედ ბევრმა გადაცემამ ამ დღესთან დაკავშირებით გადაცემის რამდენიმე ბლოკი ან მთლიანი გადაცემა წიგნის თემას მიუძღვნა.


საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფინანსური მხარდამჭერი იყო თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

პარტნიორები: კომპანია თელიანი ველი, კომპანია იკანო, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ და წიგნის მაღაზიების ქსელი „ბიბლუსი“.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
პარტნიორები