სიახლეები
ღია წერილი უკრაინელ ხალხს
ჩვენ ქართველი გამომცემლები და წიგნის გამავრცელებლები - საქართველოს მოქალაქეები - რომელთაც გამოუცდიათ რუსული იმპერიული პოლიტიკის დამანგრეველი შედეგები, მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ვაცნობიერებთ, რომ ეს პროცესი თითოეული უკრაინელისთვის დიდ თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ეს ომი ბოროტების იმპერიის მარცხით დასრულდება.
ქართველი ხალხი საქართველოს ყველა ქალაქში გამართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებით ცდილობს გამოხატოს უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მილიტარისტულ აგრესიას დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ. ვდგავართ იქ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო, მამაცი, ღირსეული მებრძოლების გვერდით - ჰუმანიზმის, განათლების, თანასწორობის, თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის.
სოლიდარობა და გამარჯვება უკრაინას!