სიახლეები
კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია
11-12 აპრილს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ერთობლივი ინიციატივით, გაიმართება კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია.
რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს წარმომადგენელი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდან და ამერიკიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) წარმომადგენლებიც.
კონფერენცია, ძირითადად, პანელ-დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული იქნება სფეროსთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.
კონფერენციაზე დასწრება, საქართველოში მოქმედი გამომცემლობის, მაქსიმუმ, სამ წარმომადგენელს შეეძლება, რისთვისაც უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/Z4rGZoinm2Rs5NrG6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მარტი.