საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

წიგნის პლატფორმა

2012-2014 წლებში, ორგანიზაცია „Next Page Foundation" ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო პროექტი - „წიგნის პლატფორმა“, საქართველოში პროექტის პარტნიორი იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

პროექტის იდეა „აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის" საერთო მიზანს შეესატყვისებოდა, რომელიც ხელს უწყობდა რეგიონის მდგრად განვითარებაში კულტურის როლის ზრდას, აგრთვე რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის საჯარო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ ორგანიზაციებსა და ევროკავშირს შორის. „წიგნის პლატფორმა" ორნახევარი წლის მანძილზე წიგნის სექტორს სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში  იმ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარა, რომლის წინაშეც საგამომცემლო საქმიანობა, მწერლობა და მთარგმნელობითი საქმიანობა იდგა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები: ტრენინგები, პროფესიული სწავლება, სტაჟირება, კვლევა, საჯარო და პოლიტიკური დებატები, საგამომცემლო შეხვედრები, მონაწილეობა ღონისძიებებში, საჯარო პრეზენტაციები და დისკუსიები.

პროექტი განახორციელა ორგანიზაცია „Next Page Foundation"-მა საკუთარი და პროექტის საბჭოს საშუალებით, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას მეთვალყურეობდნენ და არეგულირებდნენ ისეთ საკითხებს, რომლებიც Next Page Foundation -ის და ევროკომისიას შორის დადებულ შეთანხმებაში არ იყო მითითებული.

წიგნის სექტორში, საკონსულტაციო ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თითოეულმა ლოკალურმა პარტნიორმა ორგანიზაციამ დააფუძნა მრჩეველთა კომიტეტი. კომიტეტი კონსულტაციას უწევდა პროექტს კონკრეტულ საკითხებში, ასევე ხელს უწყობდა იდეების განვითარებას. კომიტეტები სამივე ქვეყანაში მუშაობდნენ ორი მიმართულებით:"კითხვა და კითხვის პოპულარიზაცია" და "თარგმანები და თარგმანების პოპულარიზაცია".

პროექტის ფარგლებში შეიქმან ვებ-გვერდი, დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე

http://www.bookplatform.org/ka/home.html

პარტნიორები