განხორციელებული პროექტები
კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია
11-12 აპრილს თბილისში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში ორგანიზებული კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების წიგნის გამომცემელთა რეგიონული კონფერენცია გაიმართა.
წიგნის გამომცემელთა რეგიონული კონფერენცია საგამომცემლო ინდუსტრიის მრავალფეროვან და საინტერესო საკითხებს მიეძღვნა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რა გამოწვევები და შესაძლებლობებია რეგიონის 7 ქვეყანაში (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა).
კონფერენციაში მონაწილეობდა დაახლოებით 30 გამომცემელი და ინდუსტრიის წარმომადგენელი კავკასიიდან და შავი ზღვის ქვეყნებიდან, ისევე, როგორც პროფესიონალები ევროპიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები, რომლებსაც ამჟამად არ შეუძლიათ მოგზაურობა არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, კონფერენციაში ონლაინ ჩაერთნენ. რუსეთი, რომელიც ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, არ იყო მოწვეული კონფერენციაზე, ბოიკოტის ნიშნად.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) და ამერიკის პენცენტრის წარმომადგენლებმაც. კავკასიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების წიგნის გამომცემელთა რეგიონულ კონფერენციაზე დასწრება თავისუფალი და ხელმისაწვდომი იყო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალებისთვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან. წინასწარ სარეგისტრაციო პერიოდში 45-მა ქართველმა გამომცემელმა და რეგიონის სხვა ქვეყნების თორმეტზე მეტმა წარმომადგენელმა გამოხატა დასწრების სურვილი და კონფერენციის მონაწილედ დარეგისტრირდა.
კონფერენციის მთავარი ნაწილი პანელური დისკუსიის ფორმის სესიებისგან შედგებოდა, რომლებშიც ჩართული იყო, როგორც მოდერატორი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელი – მათ ისაუბრეს თავიანთ მრავალფეროვან გამოცდილებაზე და განიხილეს განვითარების, პროგრესისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
გთავაზობთ ღონისძიების ჩანაწერებს:
1. ოფიაციალური გახსნა და წიგნის ბაზრის მიმოხილვა
2. სესია: თარგმნა - ენათა გადაკვეთა კულტურის ამოკვეთის გარეშე
4. სესია: კიევი, სოფია, ბუქარესტი, თბილისი-ოთხი ლიტერატურული გაჩერება
5. სესია: როგორ ეხმარებიან აგენტები მწერლებს კარიერულ წინსვლაში
6. სესია:რაშია გამოცემის თავისუფლების არსი?
7. სესია: პანდემიის შემდეგ წიგნით ვაჭრობისთვის ნათელი მომავლის შენება
8. სესია: საავტორო უფლებები - გამოწვევები და შესაძლებლობები
9. სესია: თარგმანების მზარდი პოპულარობა: ადგილობრივი და გლობალური ტალანტების პაექრობა
10. სესია: დამოუკიდებელი გამომცემლობები - ისტორიები გადარჩენასა და წარმატებაზე
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეების შესახებ, იხილეთ ბმულზე