საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს!

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს!

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბლოგერს. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2021-2022 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს.

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის ბლოგები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდა 2022 წლის 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით

საკონკურსო ტექსტს აუცილებელია ახლდეს შემდეგი წარწერა:დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24- საერთაშორისო ფესტივალისთვის.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 13 მაისი.

რეცენზიის გამოქვეყნებისას, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი მონიშვნები:

Georgian Publishers and Booksellers Association/საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

Tbilisi International Book Festival/თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. საუკეთესო ბლოგები შევა თბილისის წიგნის XXIV საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში და გამოქვეყნდება ფესტივალის ვებ გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და ონლაინ მაღაზია ველი დამეგობრდნენ. ამ სიახლის აღსანიშნავად  VELI.store-მა სამი საუკეთესო ბლოგის ავტორისათვის პრიზები დააწესა – ვაუჩერები, რომლითაც გამარჯვებულები ონლაინ პლატფორმა veli.store-ზე შეძლებენ წიგნების შეძენას. სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაიზარდა საპრიზო თანხებიც:

 I ადგილი – 250 ლარი;

 II ადგილი – 150 ლარი;

 III ადგილი – 100 ლარი.

მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@gpba.ge, არაუგვიანეს 13 მაისისა, უნდა გამოაგზავნოთ:

ბლოგის ბმული (რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქზე, ნოუთის სახით);

ბლოგის ავტორის სახელი, გვარი;

ბლოგის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. 

გისურვებთ წარმატებებს!

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები